Thursday, March 24, 2011

მერსედეს ბენცის პირველი მოდელი

მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის – ,,დაიმლერის ავტოკორპორაციის” (Daimler-AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად ,,მერსედეს-ბენცი” იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი, რომელიც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, განუშორებელ ნივთად და საიმედო მეგობრად იქცა მრავალი ადამიანისათვის.

დღესდღეობით მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ძალიან ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები; სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები; სატვირთო ავტომობილები; ავტობუსები; მინი-ვენები და ა.შ.
ი ს ტ ო რ ი ა
ბრენდის სახელი – ,,მერსედეს-ბენცი” წარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდის – მერსედესისა (დაიმლერ-ძრავების საზოგადოება DMG) და ბენცის (ბენცი და კომპანია Benz & Co.) შეერთებით. თავდაპირველად ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსებული ,,დაიმლერ-ძრავების საზოგადოება” მის მიერ პროდუცირებულ ავტომობილებს მერსედესის სახელით არ ყიდდა. მერსედესის როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაა დაკავშირებული, ეს უკანასკნელი 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა. 1988 ემილ ელენიკი ფსევდონიმით ,,მერსედესი” (თავისი ქალიშვილის ადრიანა მანუელა რამონა ელინეკის საპატივცემოდ, რომელსაც მოფერებით სახელს მერსედესს ეძახდნენ) ნიცაში გამართულ ავტორბოლებზე იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ დროისათვის ,,მერსედესი” ჯერ კიდევ არ იხმარებოდა ავტომობილის სახელად, არამედ ის მხოლოდ მძღოლის სახელი იყო. 1900 წელს ელინეკმა ,,დაიმლერ – ძრავების საზოგადოებასთან” მიაღწია შეთანხმებას ახალი უფრო მძლავრი ძრავიანი მოდელის შექმნაზე, რომელსაც სახელი ,,მერსედეს-დაიმლერი” დაერქმეოდა. სწორედ ამ დროს იქნა ,,მერსედესი”, როგორც პროდუქტის სახელი გამოყენებული. იმავდროულად ელენიკი დაიმლერის დისტრიბუტორი ხდება და უკვეთავს მას 36 ცალ ავტომობილს, საერთო თანხით 550.001 მარკა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 3 მილიონი ევრო), მოგვიანებით იგი დაიმლერს უკვეთავს დამატებით კიდევ 36 ცალ ავტომობილს, რომლებიც 8 ცხენის ძალიანი ძრავებით იყვნენ აღჭურვილნი.

“მერსედესის” 1998 წლის პირველი მოდელი
1926 წელს ,,დოიჩე ბანკის” შუამავლობით ,,დაიმლერ- ძრავების საზოგადოება” და მისი კონკურენტი ,,ბენცი და კომპანია” შეერთდა, რის შედეგადაც შეიქმნა ,,დაიმლერ-ბენცის ავტოკორპორაცია”, სწორედ ამ თარიღს უკავშირდება ,,მერსედეს-ბენცის” როგორც ბრენდის სახელწოდების წარმოშობა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მერსედეს ელინეკის გარეშე ცნობილ ავტომობილებს შესაძლოა სულ სხვა სახელი ჰქონოდა, ბერტა ბენცის (გათხოვებამდე რინგერის) გარეშე ისინი შესაძლოა საერთოდაც არ შექმნილიყო. სწორედ მისი კაპიტალი გახდა საფუძველი კარლ ბენცის ბიზნესისთვის და მან აქცია ავტომობილი გასართობი, მაგრამ უსარგებლო ტექნიკური ნივთიდან პრაქტიკული გამოყენების საგნად. 22 წლის ასაკში ამ ჭკვიანმა ახალგაზრდა ქალბატონმა მამისგან მზითევი გამოითხოვა და მთელი ფული კარლს ბენცისა და ავგუსტ რიტერის მეტალურგიულ და მანქანათმშენებელ საწარმოში ჩადო. არადა, წარმოების საქმე ცუდად მიდიოდა და სწორედ ფროილაინ რინგერის ფულმა გადაარჩინა გაკოტრებისგან. ერთი წლის შემდეგ კი ბერტა კარლ ბენცს გაჰყვა ცოლად. ბერტა მედგრად ედგა გვერდში ქმარს და ამხნევებდა მაშინ, როდესაც კარლ ბენცს სულელსაც კი უწოდებდნენ და არ დაანება, უარი ეთქვა თვითმოძრავი ეკიპაჟის პროექტის შექმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა მათი ოჯახის მთელ ბიუჯეტს იწირავდა. სწორადაც მოიქცა, მან არა მარტო დიდება მოუტანა მის კომპანიას, არამედ თავად შევიდა მანქანათმშენებლობის ისტორიაში.